ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი „მობილური სახელმწიფო სერვისების" განვითარებაა. სახელმწიფო სერვისები, „ლიბერთი ექსპრესი"-ს მობილური ფილიალების მეშვეობით, იმ დასახლებებშიც ხელმისაწვდომი იქნება, სადაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი ცენტრები არ არის.

პროექტი, 2015 წლის 27 ივნისიდან, სერვისების განვითარების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის გაფორმებული პარტნიორობის მემორანდუმის ფარგლებში ამოქმედდა და ამჟამად მთელი საქართველოს მასშტაბით 1100-ზე მეტ სოფელში ხორციელდება. პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„ლიბერთი ექსპრესი"-ს მობილური ფილიალების მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია მიიღოს როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და შპს „მექანიზატორის" მომსახურებები: პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, მიწის რეგისტრაცია, უძრავი ქონების გადაფორმება, საკუთრებასთან დაკავშირებით განაცხადის მიღება, სულადობის ცნობა, საკადასტრო გეგმის მომსახურება, საარქივო მომსახურება და სხვა. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურება: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა და სხვა.