ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

შეაფასე გვერდი
საიტის შეფასება
200

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაზრდის ხელშესაწყობად. საქართველოს მთავრობამ მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა საჯარო სექტორში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. შედეგად, ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში, მოსახლეობას საშუალება აქვს, ისარგებლოს ხარისხიანი სერვისებით, თუმცა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებზე კვლავაც დაბალია.

2011 წლიდან სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას, თვითმმართველ ერთეულებში მმართველობის გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. პროექტის პირველ ეტაპზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია.

საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის სერვისებით, ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“.

საზოგადოებრივი ცენტრი არის თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე. ცენტრში დასაქმებულები არიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც ელექტრონული მმართველობის საშუალებით გასცემენ ცენტრალური ხელისუფლების და კერძო სექტორის სერვისებს. ცენტრში განთავსებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოფისი და გამოყოფილია სპეციალური სივრცე სამოქალაქო ჩართულობის ხელშესაწყობად. მოქალაქეთათვის ასევე ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა.

სერვისებზე წვდომის გარდა, ცენტრებს ეკისრებათ მედიატორის როლი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე სამოქალაქო სექტორს საშუალება აქვს საზოგადოებრივი ცენტრი გამოიყენოს ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის წარსამართად, მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ინფორმირებულობის ასამაღლებელი ღონისძიებების ჩასატარებლად.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით აშენდა სამი საპილოტე საზოგადოებრივი ცენტრი სოფელ შაშიანში, სართიჭალასა და გომში. ცენტრების წარმატებით პილოტირების შედეგად გადაწყდა საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციის გაფართოება.

ამჟამად, საქართველოს მასშტაბით 85 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს შემდეგ დასახლებებში:

1. შაშიანი - გურჯაანის მუნიციპალიტეტი

2. სართიჭალა - გარდაბნის მუნიციპალიტეტი

3. გომი - ხაშურის მუნიციპალიტეტი

4. ჭალადიდი - ხობის მუნიციპალიტეტი

5. რუისი - ქარელის მუნიციპალიტეტი

6. ხევი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

7. კოდა - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

8. მანგლისი - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

9. ნიგოითი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

10. ჯვარი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

11. ფოკა - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

12. შორაპანი - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

13. ყვარელწყალი - ახმეტის მუნიციპალიტეტი

14. მუხაესტატე - ქობულეთის მუნიციპალიტეტი

15. გეგუთი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

16. მეჯვრისხევი - გორის მუნიციპალიტეტი

17. კაჭრეთი - გურჯაანის მუნიციპალიტეტი

18. ხიდისთავი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

19. ნუკრიანი - სიღნაღის მუნიციპალიტეტი

20. კორბოული - საჩხერის მუნიციპალიტეტი

21. ღორეშა - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

22. კაზრეთი - ბოლნისის მუნიციპალიტეტი

23. შილდა - ყვარლის მუნიციპალიტეტი

24. ორსანტია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

25. ქვემო ნატანები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

26. კაბალი - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

27. ლენტეხი - ლენტეხის მუნიციპალიტეტი

28. ჩაქვი - ქობულეთის მუნიციპალიტეტი

29. ხრეითი - ჭიათურის მუნიციპალიტეტი

30. სადახლო - მარნეულის მუნიციპალიტეტი

31. რუხი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

32. დიდი ჯიხაიში - სამტრედიის მუნიციპალიტეტი

33. მარტყოფი - გარდაბნის მუნიციპალიტეტი

34. იორმუღანლო - საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

35. არხილოსკალო - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

36. ტყვიავი - გორის მუნიციპალიტეტი

37. ვალე - ახალციხის მუნიციპალიტეტი

38. ბერძენაული - ქარელის მუნიციპალიტეტი

39. უსახელო - ჭიათურის მუნიციპალიტეტი

40. კიცხი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

41. ბარალეთი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

42. ლაჯანა - ცაგერის მუნიციპალიტეტი

43. კუმურდო - ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

44. წალკა - წალკის მუნიციპალიტეტი

45. კოხნარი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

46. გლდანი - თბილისის მუნიციპალიტეტი

47. ზეინდარი - ვანის მუნიციპალიტეტი

48. ბაკურიანი - ბორჯომის მუნიციპალიტეტი

49. მეორე სვირი - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

50. ფასანაური - დუშეთის მუნიციპალიტეტი

51. ჯგალი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

52. ლანჩხუთი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

53. აწყური - ახალციხის მუნიციპალიტეტი

54. სანიორე - თელავის მუნიციპალიტეტი

55. ზედა საზანო - თერჯოლის მუნიციპალიტეტი

56. ლესიჭინე - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

57. საჩხერე - საჩხერის მუნიციპალიტეტი

58. წნორი - სიღნაღის მუნიციპალიტეტი

59. დმანისი - დმანისის მუნიციპალიტეტი

60. ადიგენი - ადიგენის მუნიციპალიტეტი

61. ახალსოფელი - ყვარლის მუნიციპალიტეტი

62. მუხრანი - მცხეთის მუნიციპალიტეტი

63. უდაბნო - საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

64. საწირე - ტყიბულის მუნიციპალიტეტი

65. შუახევი - შუახევის მუნიციპალიტეტი

66. ქობულეთი - ქობულეთის მუნიციპალიტეტი

67. ტყიბული - ტყიბულის მუნიცილაიტეტი

68. ქედა - ქედის მუნიციპალიტეტი

69. ხულო - ხულოს მუნიციპალიტეტი

70. დუშეთი - დუშეთის მუნიციპალიტეტი

71. ამბროლაური - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

72. თეთრიწყარო - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

73. ცაგერი  - ცაგერის მუნიციპალიტეტი

74. ყაჩაღანი - მარნეულის მუნიციპალიტეტი

75. ჭრებალო - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

76. აბაშა - აბაშის მუნიციპალიტეტი

77. ხობი - ხობის მუნიციპალიტეტი

78. ხარაგაული - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

79. ჭიათურა - ჭიათურის მუნიციპალიტეტი

80. ვანი - ვანის მუნიციპალიტეტი

81. ჩოხატაური - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

82. ბაღდათი - ბაღდათის მუნიციპალიტეტი

83. დედოფლისწყარო - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი 

84. ასპინძა - ასპინძის მუნიციპალიტეტი

85. ნინოწმინდა - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

 
ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მუნიციპალური სერვისების მიწოდების მიზნით, პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, შემუშავდა “მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა” (მმს). აღნიშნული სისტემის დანერგვა მოიცავს მუნიციპალიტეტების მერიებში მუნიციპალური მომსახურებების ანალიზს, პროცესების ოპტიმიზაციას, მერიის თანამშრომელთა ტრენინგს და განახლებული პროცესებით „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ (მმს) რეალურ რეჟიმში ფუნქციონირებას.
 
საქართველოს მოსახლეობას საშუალება აქვს ელექტრონულად მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიას, შეავსოს განაცხადი ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე my.gov.ge და სახლიდან გაუსვლელად მიიღოს სასურველი მუნიციპალური სერვისი. ამისთვის საჭიროა აქტიური ID ბარათი და PIN კოდები, სამუშაო კომპიუტერზე პირადობის ელექტრონული მოწმობის პროგრამის ინსტალაცია და ID ბარათის წამკითხველი მოწყობილობა. პორტალზე რეგისტრაციის და განაცხადის შევსების ინსტრუქციები ხელმისაწვდომია www.my.gov.ge/ka-ge/help
 
ამჟამად „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში“ (მმს) შემუშავებულია 4 მოდული:
 
1. მაღალმთიანი სერვისების მართვა - მოიცავს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის სერვისების ელექტრონულ საქმისწარმოებას,
 
2. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მართვა - მოიცავს მერიის მიერ დამტკიცებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული მომსახურებების ელექტრონულ საქმისწარმოებას,
 
3. სამშენებლო-არქიტექტურული სერვისების მართვა - მოიცავს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, მშენებლობისა და პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების სერვისების ელექტრონულ საქმისწარმოებას,
 
4. მუნიციპალური ქონების მართვის მოდული - ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების ეფექტურად მართვას და განკარგვას.
 
„მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“ (მმს) დანერგილია 55 მუნიციპალიტეტში. ამათგან 43 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის სერვისებით:
 
1. ადიგენის მუნიციპალიტეტი

2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

3. ასპინძის მუნიციპალიტეტი 

4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

5. ახალციხის მუნიციპალიტეტი

6. ახმეტის მუნიციპალიტეტი

7. ბოლნისის მუნიციპალიტეტი

8. ბორჯომის მუნიციპალიტეტი

9. გარდაბნის მუნიციპალიტეტი

10. გორის მუნიციპალიტეტი

11. გურჯაანის მუნიციპალიტეტი

12. დმანისის მუნიციპალიტეტი

13. დუშეთის მუნიციპალიტეტი

14. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

15. თელავის მუნიციპალიტეტი

16. თიანეთის მუნიციპალიტეტი

17. კასპის მუნიციპალიტეტი

18. ლენტეხის მუნიციპალიტეტი

19. მარნეულის მუნიციპალიტეტი

20. მესტიის მუნიციპალიტეტი

21. მცხეთის მუნიციპალიტეტი

22. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

23. ონის მუნიციპალიტეტი

24. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

25. საჩხერის მუნიციპალიტეტი

26. სიღნაღის მუნიციპალიტეტი

27. ქარელის მუნიციპალიტეტი

28. ქედის მუნიციპალიტეტი

29. ქობულეთის მუნიციპალიტეტი

30. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

31. ყვარლის მუნიციპალიტეტი

32. შუახევის მუნიციპალიტეტი

33. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

34. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

35. ცაგერის მუნიციპალიტეტი

36. წალკის მუნიციპალიტეტი

37. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

38. ჭიათურის მუნიციპალიტეტი

39. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

40. ხაშურის მუნიციპალიტეტი

41. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

42. ხობის მუნიციპალიტეტი

43. ხონის მუნიციპალიტეტი

44. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

45. ხულოს მუნიციპალიტეტი

46. ბათუმის მუნიციპალიტეტი

47. სამტრედიის მუნიციპალიტეტი

48. აბაშის მუნიციპალიტეტი

49. მარტვილის მუნიციპალიტეტი

50. რუსთავის მუნიციპალიტეტი

51. ტყიბულის მუნიციპალიტეტი

52. ბაღდათის მუნიციპალიტეტი

53. ვანის მუნიციპალიტეტი

54. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

55. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი