ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

საზოგადოებრივი ცენტრის წარმატებული პილოტირების შედეგად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივითა და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“. პროექტი ხორციელდება პროგრამის „Beyond Access” ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს ბიბლიოთეკების განვითარებას მსოფლიოს მასშტაბით.

ინიციატივის ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია მოერგო ორ მუნიციპალურ ბიბლიოთეკას. პირველ ეტაპზე ხიდისთავის (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) და ნუკრიანის (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) მუნიციპალური ბიბლიოთეკები  განახლდა, აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტით და თანამედროვე ლიტერატურით, დატრენინგდნენ ბიბლიოთეკარები, რომ გასცენ თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისები. შედეგად, განახლებული, თანამედროვე ხიდისთავის და ნუკრიანის ბიბლიოთეკები უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის წვდომას როგორც საჯარო და კერძო სერვისებზე, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და საჭირო ინფორმაციაზე.