ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

ხშირად დასმული კითხვები

რა არის საზოგადოებრივი ცენტრი?

საზოგადოებრივი ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სივრცეა სადაც შესაძლებელია სახელმწიფო და კერძო სექტორის სხვადასხვა სერვისების მიღება, უფასო ინტერნეტით და კომპიუტერებით, საკონფერენციო დარბაზით და ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობა.

რა სერვისების მიღება შემიძლია ცენტრში?

საზოგადოებრივ ცენტრებში შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მექანიზატორის, მაგთიკომის და ლიბერთი ბანკის სერვისებით სარგებლობა.

რა კრიტერიუმებით ირჩევა საზოგადოებრივი ცენტრის მდებარეობა

საზოგადოებრივი ცენტრის მდებარეობის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია დასახლების სიდიდე და დაშორება მუნიციპალური ცენტრიდან, ასევე ყურადღება ექცევა საზღვრის, კონფლიქტისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებს.

საზოგადოებრივი ცენტრის სამუშაო საათები

საზოგადოებრივი ცენტრები მუშაობს ყოველდღე 09:00-დან 18:00-მდე, შაბათ-კვირის გარდა.

როგორ დავსაქმდე საზოგადოებრივ ცენტრში?

საზოგადოებრივ ცენტრებში არსებული ვაკანსიების განთავსება ხდება ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge

ვის შეუძლია საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა?

საკონფერენციო  დარბაზით სარგებლობა შესაძლებელია, ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა, ადგილობრივი/მიმდებარე სოფლების მოსახლეობის, ასევე კერძო ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინტერესებიდან გამომდინარე.
საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა დაუშვებელია პოლიტიკური, რელიგიური ან სხვადასხვა  სააგიტაციო შეხვედრებისა და მიზნებისთვის.

 

რა არის ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრი?

საქართველოს მასშტაბით ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის მობილური ფილიალები 1100-ზე მეტი სოფლის მოსახლეობას საშუალებას აძლევს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლონ როგორც საბანკო მომსახურებით ასევე,  200-ზე მეტი სახელმწიფო სერვისით. (როგორიცაა: პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, მიწის რეგისტრაცია, უძრავი ქონების გადაფორმება, საკუთრებასთან დაკავშირებით განაცხადის მიღება, სულადობის ცნობა, საკადასტრო გეგმის მომსახურება, საარქივო მომსახურება და სხვა. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურება: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა და სხვა.)