ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

შეაფასე გვერდი
საიტის შეფასება
200

უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრში

13.04.2021

უზბეკეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი მომსახურების სააგენტოს დელეგაცია, იუსტიციის სახლში ვიზიტის ფარგლებში,   მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია.  

უზბეკეთის დელეგაციას იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის   მოადგილემ,  ოპერაციების დირექტორმა - ნატალია აბაშმაძემ საზოგადოებრივი ცენტრების საქმიანობის პრინციპები გააცნო.

დელეგაციის წევრებმა  ინფორმაცია მიიღეს  იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებსაც საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს,  დაათვალიერეს მუხრანის საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა და შეხვედრების ოთახი.

Alternate Text Alternate Text Alternate Text