ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

„მწვანე ყუთები“ საზოგადოებრივ ცენტრებში

23.05.2017

საქართველოს რეგიონებში მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში ე.წ. „მწვანე ყუთები“ განთავსდა. „მწვანე ყუთების“ დანიშნულებაა მეორადი ქაღალდებისა და დოკუმენტების შეგროვება, დაქუცმაცება და ჩაბარება შესაბამის მიმღებ პუნქტებში.

პროექტი ორ ძირითად მიზანს ისახავს:

•    მოხმარებული დოკუმენტების ყოველდღიურად გადამუშავება, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს გარემოსათვის მიყენებულ ზიანს და უზრუნველყოფს დოკუმენტების უსაფრთხოებას;

•    მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ნარჩენების გადამუშავებისა და გარემოსდაცვით საკითხებზე.

აღნიშნული პროექტი შეამცირებს უსარგებლოდ გადაყრილი ქაღალდის რაოდენობას და შეასრულებს ერთგვარი წამახალისებელი ფაქტორის როლს ქაღალდის გადამუშავებისა და გარემოს დაცვის საქმეში. პროექტი ითვალისწინებს ასევე საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსებული პერსონალური ან კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დამაქუცმაცებელი მოწყობილობის განთავსებას, რომლით სარგებლობაც შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორების დახმარებით.

პროექტს საფუძვლად დაედო იდეა, რომელიც სააგენტოს ინოვაციურ სერვისლაბში მოქმედ „იდეების ყუთში“  მოთავსდა. მისი განხორციელება შესაძლებელი გახდა „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლიდან ახორციელებს.  

 

Alternate Text Alternate Text