ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

ინდონეზიის დელეგაციამ მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა

06.06.2017

ინდონეზიის ადამიანის უფლებათა დაცვის სამინისტროს დელეგაციამ საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა.  და მის კონცეფციას გაეცნო. დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებლებს ხელი მიუწვდებათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და შპს „მექანიზატორის“ სერვისებზე. ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“.

ამჟამად საქართველოს მასშტაბით 44 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალი ცენტრის გახსნა იგეგმება.

 

Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text