ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის მეორე ფაზა დასრულდა

13.06.2017

„საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ მეორე ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები და დონორი ორგანიზაციის წევრები დაესწრნენ.

„საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ 2016 წლის, იანვრიდან ხორციელდება. 

პროექტის ფარგლებში, საზოგადოებირვი ცენტრის ბაზაზე დაარსდა ფოკის, ვალეს, ბიბლიოთეკები, ასევე მიმდინარეობს ბაკურიანისა და ფასანაურის ბიბლიოთეკების მშენებლობა/რეკონსტრუქცია. პარალელურად, 10 სოფლის და დაბის ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა, პროექტში ჩართულმა ბიბლიოთეკარებმა გაიარეს გადამზადება იმ მიმართულებებით, რაც თანამედროვე საბიბლიოთეკო მართვისთვისაა აუცილებელი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიმდინარე პროექტის განხორციელებაში ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო, კერძოდ - მშენებლობებში, ავეჯით და ნაწილობრივ ტექნიკით უზრუნველყოფაში.

პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობროვი განვითარებისთვის“ პირველი ფაზა 2014 წლის მარტში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც აშენდა ხიდისთავისა და ნუკრიანის ბიბლიოთეკები. ზუგდიდის ცენტრალური და ხულოს მუნიციპალური ბიბლიოთეკები კი სრულად გარემონტდა, უახლესი ტექნიკით და უფასო ინტერნეტით აღიჭურვა.

ბიბლიოთეკები წიგნის მოყვარულებს თანამედროვე გარემოს სთავაზობს. სივრცე უახლესი ტექნიკითა და ინტერნეტითაა აღჭურვილი, ინტერიერი ისეა მოწყობილი, რომ მკითხველმა თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნოს; რბილი, ფერადი სავარძლები, მოხერხებული მაგიდები და წიგნის ღია სტელაჟები ყველა ასაკის წიგნის მოყვარულს უქმნის კითხვისათვის სასურველ გარემოს; საინტერესო ლიტერატურის მოძიება ნებისმიერი გემოვნების მკითხველს შეუძლია, რადგან სამკითხველოები ახალგამოცემული წიგნებით სისტემატურად მარაგდება; ტარდება ტრენინგი ბიბლიოთეკარებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად მიმართონ საპროექტო განაცხადებით მუნიციპალიტეტს და მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ბიბლიოთეკაში არსებული IT ინფრასტრუქტურის ეფექტური მენეჯმენტი განახორციელონ. 

„საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის“ მეორე ფაზა სახლემწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) Beyond Access პროგრამის აქტიური მხარდაჭერით და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 

Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text