ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

საზოგადოებრივ ცენტრებში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გრძელდება

27.10.2017

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ქართული ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო და 4 თვე გაგრძელდება.  სასწავლო კურსს ზ. ჟვანიას სახ. სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უძღვება. 

ქართული ენის შესწავლის კურსის მიზანია,  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეასწავლოს ქართული ენა.

ქართული ენის შესწავლის კურსი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ახლახან/უკვე დაიწყო და 4 თვე გაგრძელდება.

სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ენის ფლობის ზოგადევროპული სტანდარტის მიხედვით ხორციელდება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურვილი აქვს, შეისწავლოს ქართული ენა, ან გაიღრმაოს ცოდნა ამ მიმართულებით.

ზ. ჟვანიას სახელობის სკოლის პროგრამით, რომელიც 2014 წლიდან ხორციელდება, დღემდე  8,356-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.  სწავლება ათ რეგიონულ სასწავლო ცენტრსა (ლაგოდეხი, ახმეტა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, მარნეული, დმანისი, გარდაბანი, წალკა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო) და მობილურ ჯგუფებში მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ქართული ენის შემსწავლელი კურსები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების - ფოკის, ყვარელწყლის (დუისი), სართიჭალისა და კაბალის - საზოგადოებრივ ცენტრებში ადრეც ჩატარდა