ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

გენდერის თემაზე შეხვედრა ბაკურიანის ცენტრში გაიმართა

20.11.2017

ბაკურიანის საზოგადოებრივ ცენტრში „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ პარტნიორობით ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. 

ორ დღიან ღონისძიებაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, კერძოდ, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

განიხილეს ასევე საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“, მისი აღსრულების ინსტიტუციური მექანიზმები და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო პრაქტიკა. საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელები.

ანალოგიური ტიპის შეხვედრები საქართველოს ცხრა საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text