ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

პირადობის ელექტრონული მოწმობა

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს, პირის მოქალაქეობის და ვინაობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტს.

საქართველოს მოქალაქე  14 წლის ასაკის მიღწევიდან  6 თვის ვადაში ვალდებულია აიღოს პირადობის მოწმობა (ვალდებულება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე). პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზე.

პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად აუცილებელია მომხმარებელმა მიმართოს საზოგადოებრივ ცენტრს, იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხორციელდება მისამართზე რეგისტრაცია აუცილებელია მომხმარებელმა მიმართოს საზოგადოებრივ ცენტრს, იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება საცხოვრებელი მისამართი.

პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ განმცხადებელი შეიძლება იყოს:

ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის  მოწმობა;

ბ) 14- დან 18 წლამდე ასაკის პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის  მოწმობა;

გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში;

დ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

პირადობის მოწმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

ა) თუ პირი პირველად იღებს პირადობის მოწმობას, უნდა წარმოადგინოს:
•    დაბადების მოწმობა 
•    ორი ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ საზოგადოებრივ ცენტრებში,  სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში. ფასი 3 ლარი) 
•    საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მისამართზე რეგისტრაციისთვის საჭიროა ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

•    თუ რეგისტრირდებით სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, მესაკუთრის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" ან მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის თანხმობა;

•    თუ რეგისტრირდებით იურიდიული პირის საკუთრებაში, ამ იურიდიული პირის შესაბამისი ხელმძღვანელი ორგანოს თანხმობა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციისას, ასევე სავალდებულოა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობა;

•    თუ რეგისტრირდებით ფიზიკური პირის საკუთრებაში, საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი და დასაბუთებული დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე;

•    თუ თავად ხართ საცხოვრისის მესაკუთრე - საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ) თუ ცვლით პირადობის მოწმობას  უნდა წარმოადგინოთ:

•    ორი ფოტოსურათი (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ საზოგადოებრივ ცენტრებში,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში, ფასი 3 ლარი);

•    შესაცვლელი პირადობის მოწმობა (გარდა დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევისა); 

•    პირადი მონაცემების შეცვლის შემთხვევაში აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელის, გვარის შეცვლა, ქორწინების მოწმობა და ა.შ.);

18 წლამდე პირებზე პირადობის მოწმობა გაიცემა 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს ზევით პირებზე 10 წლის ვადით.

პირადობის მოწმობის აღების ვადა და საფასურები:

მე-10 სამუშაო დღეს - 30 ლარი
მე-5 სამუშაო დღეს - 40 ლარი
მე-3 სამუშაო დღეს - 50 ლარი
მე-2 სამუშაო დღეს - 60 ლარი
იმავე დღეს - 65 ლარი
 
შენიშვნა:

საფასურის გადახდა და ფოტოსურათის გადაღება შესაძლებელია ადგილზე
შეღავათები (პირადობის  მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან);

•    სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001–ს არ აღემატება;

•    მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

•    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

•    პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით;

•    სტუდენტები, სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის პირველად აღებისას, პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისაგან - 10 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან - სრულად;

•    სტუდენტები, რომლებზეც უკვე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით - 3 ლარით;

•   არასრულწლოვანი პირი, რომელიც იმყოფება მეურვეობის/მზუნველობის ქვეშ, თუ ამ პირზე საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ მოთხოვნა წარდგენილია შესაბამისი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ.

პასპორტი

საქართველოს მოქალაქის პასპორტი

საქართველოს მოქალაქის პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე და ფარგლებს გარეთ. პასპორტი გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

ბიომეტრული პასპორტი არის დოკუმენტი, რომელსაც ჩვეულებრივი პასპორტისგან   განსხვავებით დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი, რომელზეც დატანილია პერსონალური მონაცემები, ელექტრონული ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდები.

პასპორტის მისაღებად აუცილებელია მომხმარებელმა მიმართოს საზოგადოებრივ ცენტრს, იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობა (დედანი);
  • ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო (ფოტოსურათის გადაღებას შესაძლებელია საზოგადოებრივ ცენტრში, სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში, ფასი 3  ლარი);
  • პასპორტზე მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი;
  • პასპორტის შეცვლის შემთხვევაში - ძველი პასპორტი;

 შენიშვნა: სრულწლოვან პირზე პასპორტი გაიცემა 10 წლის ვადით.

 

16 წლამდე ასაკის პირისთვის პასპორტის მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

  • დაბადების მოწმობა (დედანი) 
  • პირადობის მოწმობა (დედანი), თუ პირს პასპორტის გაცემამდე შეუსრულდა 14 წლის ასაკი 
  • ორივე მშობლის თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება საზოგადოებრივ ცენტრში, სააგენტოს ფილიალში, იუსტიციის სახლში ან სანოტარო ბიუროში); 
  • ორივე მშობლის პირადობის მოწმობა (დედანი); 
  • მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი. 
  • ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო (ფოტოსურათის გადაღებას შესაძლებელია საზოგადოებრივ ცენტრში, სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში, ფასი 3  ლარი); 

შენიშვნა: ბიომეტრიულ პასპორტზე მოთხოვნის დაფიქისრება შეუძლია 14 წელს მიღწეულ პირს.

16– წლამდე არასრულწლოვან პირზე პასპორტი გაიცემა 3 წლის ვადით.

 

16 -18 წლამდე ასაკის პირისთვის პასპორტის მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

  • დაბადების მოწმობა (დედანი); 
  • პირადობის მოწმობა (დედანი); 
  • ერთ-ერთი მშობლის  თანხმობა პასპორტის აღების შესახებ (თანხმობის ფორმა ივსება სააგენტოს ფილიალში, იუსტიციის სახლში ან სანოტარო ბიუროში). 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა; 
  • ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო  (ფოტოსურათის გადაღებას შეძლებთ სააგენტოს ფილიალში ან იუსტიციის სახლში, ფასი 3 ლარი); 
  • პასპორტზე მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი 

შენიშვნა: ბიომეტრიულ პასპორტზე მოთხოვნის დაფიქსირება შეუძლია  პირს, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი, ასევე კანონიერ წარმომადგენელს.

16–18 წლამდე არასრულწლოვან პირზე პასპორტი გაიცემა 3 წლის ვადით.

 

პასპორტის აღების ვადა და საფასურები:

  • მე - 10 სამუშაო დღეს             100 ლარი
  • მე - 5 სამუშაო დღეს               120 ლარი
  • მე - 3 სამუშაო დღეს               150 ლარი
  • მე - 2 სამუშაო დღეს               190 ლარი
  • იმავე დღეს                             205 ლარი

შეღავათები:

  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – უფასო 
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები-უფასო; 
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 პროცენტით; 
  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 პროცენტით; 
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის მინიჭების ინიციატორი    საქართველოს პრეზიდენტია – უფასო; 
  • 18 წლამდე პირები - 50 პროცენტით. 
  • სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია სტუდენტის სტატუსის მქონე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, თავისუფლდებიან მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% -ით, 95 ლარი (100 ლარის ნაცვლად).

დაბადების რეგისტრაცია

დაბადება არის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. პიროვნება დაბადების რეგისტრაციის შემდეგ გაცემულ მოწმობას წარადგენს, სხვადასხვა სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფო დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და ა.შ.

დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით შესაძლებელია მიმართოთ საზოგადოებრივ ცენტრებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.

 

ქორწინებაში მყოფმა მშობლებმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინონ:

  • ქორწინების მოწმობა
  • მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (განცხადების ერთ–ერთი მშობლის მიერ წარდგენის შემთვევაში, მეორე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარედგინება
  • დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. 

ქორწინებაში არმყოფმა მშობლებმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინონ:

  • ორივე მშობლის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ
  • თუ ქორწინებაში არმყოფი ერთ–ერთი ან ორივე მშობელი არასრულწლოვანია, ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/ და მამის დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე.


ქორწინებაში  არმყოფმა დედამ  ბავშვის  დაბადების რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა ან გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.

 

მომსახურების ვადა და ღირებულება:

  • დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება, რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
  • დაბადების მოწმობა გაიცემა უფასოდ

ატესტატი

ატესტატი ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტია.

 

არსებობს ატესტატების შემდეგი სახეობები:

  • საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი (ე.წ. მე-9 კლასის ატესტატი)
  • სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ე.წ. „სკოლის დამთავრების" ატესტატი)
  • ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი (სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, მაგრამ ვერ ან არ ჩააბარა სკოლის გამოსაშვები გამოცდები)
  • ოქროს ან ვერცხლის მედლის შესაბამისი ატესტატი - იგივე ბლანკის მქონე ატესტატი, რომელზეც მითითებულია, რომ ის შეესაბამება ოქროს ან ვერცხლის მედალს

ბინადრობის ნებართვა

საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა

საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

 

საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის განცხადება
  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი
  • საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • ფოტოსურათი ზომით 3X4

შენიშვნა: უცხოელს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვება საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.

 

ვადა და საფასური:

30-ე დღეს  -  210 ლარი

მე-20 დღეს  -  330 ლარი

10 დღის ვადაში  -  410 ლარი

 

ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა

ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.

 

ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის განცხადება
  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი
  • ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D4)
  • ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლებისმქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები
  • ფოტოსურათი ზომით 3X4


ვადა და საფასური:

30-ე დღეს  -  210 ლარი

მე-20 დღეს  -  330 ლარი

10 დღის ვადაში  -  410 ლარი

 

სასწავლო ბინადრობის ნებართვა

სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.


სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის განცხადება
  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი
  • საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D3)
  • საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით)
  • უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლისა და აღნიშნულ პირთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც სასწავლო ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები
  • ფოტოსურათი ზომით 3X4


ვადა და საფასური:

30-ე დღეს  -  210 ლარი

მე-20 დღეს  -  330 ლარი

10 დღის ვადაში  -  410 ლარი

 

სპეციალური ბინადრობის ნებართვა

სპეციალური ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი ან დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უცხოელზე და ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე რომელზედაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე წერილობით ინიციატივას წარადგენს საქართველოს მთავრობის წევრი.


სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარმოსადგენი დოკუმენტები:

1) საქართველოს მთავრობის წევრის ინიციატივით უცხოელზე ბინადრობის ნებართვის გასაცემად:

  • დადგენილი ფორმის განცხადება
  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი
  • საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი მიმართვა
  • საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს ვიზა)
  • ფოტოსურათი, ზომით 3X4

2) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლზე ან დაზარალებულზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობა.

3) კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ პირებზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფოტოსურათი, ზომით 3X4

 

შრომითი ბინადრობის ნებართვა

შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად.


შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის განცხადება
  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი
  • საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D1/D2)
  • მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები
  • ფოტოსურათი ზომით 3X4


თავისუფალი პროფესიის ადამიანის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის განცხადება
  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი
  • საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საემიგრაციო ვიზა D1/D2)
  • პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (ცნობა პროფესიული გაერთიანებიდან ან განათლების დამადასტურებელი ცნობა (დიპლომი, სერტიფიკატი და სხვა)
  • ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს მათ პირად ანგარიშზე რიცხულ თანხას, რომელიც არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები
  • საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე უცხოელის რეკომენდაცია, პირთა ან საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ უცხოელის მიერ საქართველოში საქმიანობის განხორციელების მიზნით, შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე
  • ფოტოსურათი ზომით 3X4


ვადა და საფასური:

30-ე დღეს  -  210 ლარი

მე-20 დღეს  -  330 ლარი

10 დღის ვადაში  -  410 ლარი

 

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე (უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი) რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის განცხადება
  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი
  • საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • საქართველოში არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (აუდიტორული დასკვნა)
  • საქართველოს მთავრობის წევრის ან საქართველოში მოქმედი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე საქართველოს 3 მოქალაქის წერილობითი რეკომენდაცია
  • ფოტოსურათი ზომით 3X4

 

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის განცხადება
  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი
  • საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი
  • საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ფოტოსურათი ზომით 3X4


ვადა და საფასური:

30-ე დღეს  -  180 ლარი

მე-20 დღეს  -  300 ლარი

განმეორებითი მოწმობების გაცემა

სამოქალაქო აქტების განმეორებითი მოწმობები არის დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის და სახელის/გვარის შეცვლის.

 

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების განმეორებით გაცემის წესი:

  • სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები გაიცემა პირზე, რომლის მიმართ რეგისტრირებულია შესაბამისი სამოქალაქო აქტების ჩანაწერი
  • გარდაცვალების მოწმობა გაიცემა ნებისმიერ პირზე
  • გარდაცვლილის სახელზე შედგენილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მის მემკვიდრეებზე
  • დაბადების მოწმობა გაიცემა აგრეთვე მშობლებზე, მშვილებლებზე, მეურვეებზე, მზრუნველებზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებზე
  • სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს სხვა პირზე, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე


სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემისათვის წარსადგენი საბუთები:

  • წერილობითი განცხადება
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი


მომსახურების ვადა და ღირებულება:

მე-5 სამუშაო დღეს - 2 ლარი
მე-3 სამუშაო დღეს - 7 ლარი
მე-2 სამუშაო დღეს - 17 ლარი
იმავე დღეს - 27 ლარი

განქორწინების რეგისტრაცია

განქორწინება წარმოადგენს მეუღლეებს შორის არსებული ქორწინების შეწყვეტის საფუძველს.

განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოებრივ  ცენტრებს, სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.

განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განქორწინების მსურველი მეუღლეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე.


ერთ–ერთი მეუღლის განცხადების საფუძველზე თუ:

  • არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ
  • მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო–უკვლოდ დაკარგულად
  • მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ ცნობილია ქმედუუნაროდ
  • მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა


იმ შემთხვევაში, თუ განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • მინდობილობა (დამოწმებული სათანადო წესით)
  • მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან  პასპორტი)
  • მეუღლეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციისთვის წარსადგენი საბუთები
  • მეუღლეთა ერთობლივი წერილობითი განცხადება
  • ორივე მეუღლის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ქორწინების მოწმობა

 
ვადა და საფასური:

  • ​განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება  განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე
  • განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური წარმოადგენს 45 ლარს

 

უგზოუკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებულ მეუღლესთან  განქორწინების რეგისტრაციისთვის წარსადგენი საბუთები:

  • წერილობითი განცხადება
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი)
  • ქორწინების მოწმობა
  • კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება  მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ

ვადა და საფასური:

  • იმ შემთხვევაში თუ  ქმედუუნაროდ  ცნობილი პირის მეურვე იმყოფება საქართველოში  რეგისტრაციის ვადა არ აღემატება 1 თვეს
  • იმ შემთხვევაში თუ ქმედუუნაროდ  ცნობილი პირის მეურვე იმყოფება  საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს
  • რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური წარმოადგენს 45 ლარს
     

მსჯავრდებულ მეუღლესთან (თავისუფლების აღკვეთის ვადით არანაკლებ 3 წლისა) განქორწინების რეგისტრაციისთვის წარსადგენი საბუთები:

  • წერილობითი განცხადება
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი)
  • ქორწინების მოწმობა
  • მეუღლისთვის არანაკლებ 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის მისჯის შესახებ  სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ასლი (ამონაწერი)

ვადა და საფასური:

  • თუ მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე განქორწინების რეგისტრაციის ვადა არ აღემატება 1 თვეს,
  • იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებულის სასჯელს იხდის  საქართველოს ფარგლებს გარეთ განქორწინების რეგისტრაციის ვადა არ აღემატება 6 თვეს,
  • განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური წარმოადგენს 45 ლარს.


სამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე  განქორწინების რეგისტრაციისთვის წარსადგენი საბუთები:

  • წერილობითი განცხადება
  • პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი)
  • ქორწინების მოწმობა
  • კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ

 
ვადა და საფასური:

  • ​განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება  განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე
  • განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემისათვის მომსახურების საფასური წარმოადგენს 45 ლარს

  
შეღავათები:

  • იძულებით გადაადგილებული, დევნილად ცნობილი პირები
  • 10%-ით   სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“

გარდაცვალების რეგისტრაცია

გარდაცვალების  რეგისტრაცია ადასტურებს  მოწმობაში მითითებული პირის გარდაცვალების ფაქტს.


სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაციას. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვლების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში.

გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები:


1) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
2) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
3) გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი საბუთი:

  • გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა;
  • უფლებამოსილი  ორგანოს გადაწყვეტილება გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;
  • სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;
  • გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვლების დადასტურების შესახებ;
  • უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის გარდაცვალების შესახებ;
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან საქართველოს შინაგან  საქმერთა სამინისტროს შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციებში საომარ ან საბრძოლო მოქმედებებში, აგრეთვე სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ;
  • სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი:
  • უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მეორე მსოფლიო ომში დაღუპვის შესახებ;

 

ვადა და ღირებულება:

  • გარდაცვალების მოწმობა გაიცემა უფასოდ, განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი

საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტი არის მათი პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლების გარეთ.

სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე (თუ ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ასეთი დოკუმენტის მოპოვება შეუძლებელია) მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში და იუსტიციის სახლში.

საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირმა სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირმა სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირადობის მოწმობების ნაცვლად უნდა წარმოადგინოს ბინადრობის მოწმობა.

სამგზავრო დოკუმენტის გაცემა უფასოა, მისი მოქმედების ვადაა 2 წელი.

მამობის დადგენის რეგისტრაცია

მამობის დადგენის რეგისტრაციისას ხორციელდება კონკრეტული პირის ბავშვის მამად ცნობა (აღიარება), რითაც ბავშვი მოიპოვებს მამის მიმართ უფლება–მოვალეობებს.

ბავშვს, რომლის წარმოშობა დადგენილია მშობელთა ერთობლივი განცხადებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, მშობლებისა და ნათესაობის მიმართ აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც დაქორწინებულ პირთაგან წარმოშობილ ბავშვს.

მამობის დადგენის რეგისტრაციის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს  ან იუსტიციის სახლს.
  
მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:


ა) ბავშვი, რომლის მიმართ უნდა განხორციელდეს მამობის დადგენის რეგისტრაცია, არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, დაბადებულია საქართველოში ან მისი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში
ბ) არასრულწლოვანი ბავშვის ერთ–ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი
გ) მამობის დადაგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს სასამართლომ
დ) მამობის დადაგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა სხვა სახელმწიფოს სასამართლომ და ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
  
მამობის დადგენა მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე
საჭირო დოკუმენტები:

  • მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადება;
  • ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბავშვის დაბადების მოწმობა;
  • ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/და მამის შემთხვევაში, მათი დაბადების მოწმობა და ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე;

 
მამობის დადგენა მამის განცხადების საფუძველზე  
საჭირო დოკუმენტები:

  • მამის წერილობითი განცხადება;
  • მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბავშვის დაბადების მოწმობა;
  • ერთ–ერთი შემდეგი დოკუმენტი: დედის გარდაცვალების მოწმობა, დედის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, დედის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, ან დედისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე  სასამართლოს გადაწყვეტილება;
  • არასრულწლოვანი მამის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე.

 
მომსახურების ვადა და საფასური


მამობის დადგენის მოწმობა გაიცემა უფასოდ,  განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში

მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოპოვება

მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე, შვილზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა აგრეთვე გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.

 

მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად წარმოსადგენი დოკუმენტები:

საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, მშობელზე ან შვილზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის გასაცემად:

  • დადგენილი ფორმის განცხადება
  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი
  • საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საიმიგრაციო ვიზა D4)
  • საქართველოს მოქალაქესთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისი ნათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა


საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 6 წლის განმავლობაში მცხოვრებ უცხოელზე მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად:

  • დადგენილი ფორმის განცხადება
  • უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი
  • საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 6 წლის განმავლობაშიცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოში დროებითი ბინადრობის მოწმობის/ბინადრობისნებართვის ასლი)
  • უცხოელის და/ან საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე მისინათესავის საქართველოში ლეგალური შემოსავლის და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე საპენსიო ასაკის ან სოციალური დახმარების მიმღები პირია - სახელმწიფო პენსიით ან სოციალური დახმარებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოსავლად, ასევე, შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა


ვადა და საფასური:

30-ე დღეს  -  180 ლარი
მე-20 დღეს  -  300 ლარი

პირადობის ნეიტრალური მოწმობა / ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი

 

პირადობის ნეიტრალური მოწმობა არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას და მის საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე.

პირადობის ნეიტრალური მოწმობა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთათვის იბეჭდება და ივსება ქართულ და აფხაზურ ენებზე, ხოლო ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთათვის – ქართულ და ოსურ ენებზე.

პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღება შეუძლია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომელთაც მიღებული არ აქვთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის შესახებ განმცხადებელი შეიძლება იყოს:

ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები, სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის მიერ პირადად;
ბ) საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები;
გ) არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირისათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მოთხოვნით წარადგენს არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის ერთ-ერთი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი;
დ)სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ელექტრონული ფორმის განცხადების შევსების გზით ან სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის მიერ;

პირადობის ნეიტრალური მოწმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები;

ა)  ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი;
ბ) შესაბამის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი უკანონო ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ გაცემული დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად ცხოვრების დამადასტურებელი  დოკუმენტი;
დ) 1 (ერთი) ფოტოსურათი ზომით 3,5x4,5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;
ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითარი.

18 წლამდე პირებზე პირადობის ნეიტრალური მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით, ხოლო 18 წელს ზევით პირებზე 5 წლის ვადით.
პირადობის ნეიტრალური მოწმობის აღების ვადა და საფასურები:
მე-10 სამუშაო დღეს - 10 ლარი.

 

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი მის მფლობელს აძლევს საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის უფლებას.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღება შეუძლია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომელთაც მიღებული არ აქვთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შესახებ განმცხადებელი შეიძლება იყოს:

ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები, სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის მიერ პირადად;
ბ) საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები;
გ) არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირისათვის პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მოთხოვნით წარადგენს არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის ერთ-ერთი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი;
დ) სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ელექტრონული ფორმის განცხადების შევსების გზით ან სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის მიერ.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

ა) პირადობის ნეიტრალური მოწმობა;
ბ) 1 (ერთი) ფოტოსურათი ზომით 3,5x4,5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;
გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითარი.

18 წლამდე პირებზე ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა 3 წლის ვადით, ხოლო 18 წელს ზევით პირებზე 10 წლის ვადით.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აღების ვადა და საფასურები:
მე-10 სამუშაო დღეს - 35 ლარი.

საინფორმაციო ბარათი

საინფორმაციო ბარათი გაიცემა სრულწლოვან პირზე ან მის კანონიერ წარმომადგენელზე.

არასრულწლოვანი პირის საინფორმაციო ბარათი გაიცემა მის მშობლებზე ან მის კანონიერ წარმომადგენელზე.

 

საინფორმაციო ბარათის გაცემის ვადა და საფასური:

მეათე დღეს  - უფასო

მეხუთე დღეს - 2 ლარი

მეორე დღეს - 5 ლარი

იმავე დღეს - 10 ლარი

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა

საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება.

მოქალაქეს შეიძლება ეთქვას უარი მოქალაქეობიდან გასვლაზე სახელმწიფოს წინაშე მოვალეობების შეუსრულებლობის ან სამხედრო ვალდებულებების მოუხდელობის შემთხვევაში. ეს წესი მოქალაქეზე არ გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კანონით გადავადებული ან საერთოდ მოხსნილი აქვს სამხედრო ვალდებულება. მოქალაქეობიდან გასვლაზე ასევე უარი გაიცემა, თუ მოქალაქე ბრალდებულის სახით, მიცემულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.

მოქალაქეობიდან გასვლისათვის საჭიროა მოქალაქემ მიმართოს საზოგადოებრივ ცენტრს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს. საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო და წესებულებას ან მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განსახილველად საჭირო წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია შესაზლებელია გაეგზავნოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

 

მოქალაქეობიდან გასვლისაზე განაცხადისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი
  • 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისათვის - სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ
  • 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4
  • გვარის ან/და სახელის გამოცვლის შემთხვევაში, - გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, - პირის დაბადების მოწმობის ასლი
  • საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის მიერ გვარის გამოცვლის შემთხვევაში, განმცხადებელს შესაძლოა მოეთხოვოს გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა


შენიშვნა:

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადება უნდა დაერთოს 14-დან 18 წლამდე პირის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის წინაშე გამოხატული წერილობით თანხმობა.

18 წლამდე ასაკის პირთა მოქალაქეობის საკითხზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან წერილობითი თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით.

 

ვადა და საფასური:

30-ე დღეს  -  100 ლარი
მე-20 დღეს  -  200 ლარი
მე-10 დღეს  -  300 ლარი

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა/შეწყვეტა

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა/შეწყვეტა ხდება იმ შემთხვევაში თუ:

  • მიიღებთ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას 
  • დადასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვეთ ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით 
  • საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შეხვალთ  სხვა სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში ან უშიშროების სამსახურში.

წარმოსადგენი  დოკუმენტები:

  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი და სხვ.) ასლი, ამ დოკუმენტების ფლობის შემთხვევაში;
  • საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციისა და უშიშროების სამსახურებში საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი).

ვადა და საფასური:

მე-80 დღეს          უფასო
მე-60 დღეს         100 ლარი
30-ე დღეს          150 ლარი
მე-10 დღეს         200 ლარი

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

 

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება

სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში. დადგენილ ფარგლებში ფლობს სახელმწიფო ენას, იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითად საფუძვლები.  საქართველოში აქვს  სამუშაო ადგილი,  ან/და  უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

წარმოსადგენი  დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;
  • ფოტოსურათი – ზომით 3X4;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აგრეთვე დამატებით:

  • დაბადების მოწმობის ასლი (თუ დაბადებული ხართ საზღვარგარეთ და გაქვთ აღნიშნული დოკუმენტი); 
  • ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა); 
  • საქართველოში სამუშაო ადგილის ან/და უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ან/და საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

არასრულწლოვანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა.

მინიჭებისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები:

  • მშობლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • დაბადების მოწმობის ასლი, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ.

საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც 5 წელია ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება ჩვეულებრივი წესით.
წარმოსადგენი  დოკუმენტები;

  • 5 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • არასრულწლოვნის ლტოლვილის სტატუსის ან საქართველოში სტატუსის მქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • ლტოლვილის სტატუსის დადგენის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 
  • დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება; 
  • ფოტოსურათი – ზომით 3X4; 
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა.

მინიჭებისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტები;

  • მშვილებლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • დაინტერესებული პირის შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება; 
  • ფოტოსურათი – ზომით 3X4; 
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

არასრულწლოვნის ან ქმედუუნარო პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, ქმედუუნარო პირია.

მომსახურების ვადა და ტარიფები:

  • მე-80 დღეს            50 ლარი
  • მე-60 დღეს           100 ლარი
  • მე-40 დღეს           200 ლარი
  • მე-20 დღეს           300 ლარი

 

საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება

საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ  დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა,  დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

მოქალაქეობის  გამარტივებული წესით  მინიჭების საკითხის განსახილველად მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საზოგადოებრივ ცენტრს, იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

წარმოსადგენი  დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;
  • ფოტოსურათი – ზომით 3X4;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი.

აგრეთვე დამატებით:

  • დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი); 
  • საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქორწინების მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ) ასლი; 
  • მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 
  • საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა).

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ   პირადად ან  მინდობილობის მქონე პირის მეშვეობით.

მომსახურების ვადა და ტარიფები:

  • მე-80 დღეს            50 ლარი
  • მე-60 დღეს           100 ლარი
  • მე-40 დღეს           200 ლარი
  • მე-20 დღეს           300 ლარი

 

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება

საქართველოს მოქალაქეობა პირს შეიძლება მიენიჭოს აღდგენის წესით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობა ეუწყდა:

  • მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად; 
  • არამართლზომიერად; 
  • მშობელთა არჩევანის შედეგად. 

საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, თუ მან დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა (ტესტირება ჩასაბარებელი არ არის თუ პირს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეუწყდა).

მოქალაქეობის  აღდგენის წესით  მინიჭების საკითხის განსახილველად მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საზოგადოებრივ ცენტრს, იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

წარმოსადგენი  დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;
  • ფოტოსურათი – ზომით 3X4;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი.

აგრეთვე დამატებით:

  • იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ; 
  • საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • მშობლების არჩევნის შედეგად მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • თუ აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, დამატებით სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს მისი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აღდგენის წესით მინიჭების საფუძვლის შესაბამისი დოკუმენტები.

მშობლის/მშობლების არჩევნის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას.

არასრულწლოვნის ან ქმედუუნარო პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, ქმედუუნარო პირია.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები  წარედგინება ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის აღდგენის  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ   პირადად, მინდობილობის მქონე პიროვნების  მეშვეობით.

მომსახურების ვადა და ტარიფები:

  • 30-ე დღეს            100 ლარი
  • მე-20 დღეს           150 ლარი

 

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

მოქალაქეობის  საგამონაკლისო  წესით  მინიჭების საკითხის განსახილველად მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საზოგადოებრივ ცენტრს, იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

წარმოსადგენი  დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;
  • ფოტოსურათი – ზომით 3X4;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი.

აგრეთვე დამატებით:

  • დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი), ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი და მისი კანონიერი წარმომადგენლის  წერილობითი თანხმობა; 
  • პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; 
  • საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

არასრულწლოვნის ან ქმედუუნარო პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, ქმედუუნარო პირია.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები  წარედგინება ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის აღდგენის  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ   პირადად, ასევე მინდობილობის მქონე პიროვნების  მეშვეობით.

მომსახურების ვადა და ტარიფები:

  • მე-80 დღეს           250 ლარი
  • მე-60 დღეს           350 ლარი
  • 30-ე დღეს             500 ლარი

 

საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება

საქართველოს ტერიტორიაზე 1993 წლის 31 მარტამდე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა სპეციალური წესით თუ: დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

მოქალაქეობის  სპეციალური  წესით  მინიჭების საკითხის განსახილველად მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საზოგადოებრივ ცენტრს, იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.
წარმოსადგენია დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;
  • ფოტოსურათი – ზომით 3X4;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი.

აგრეთვე დამატებით:

  • დაბადების მოწმობის ასლს, თუ ასეთი არ მოიპოვება სააგენტოს ერთიან რეესტრში; 
  • ვინაობის/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (პირადობის/ ბინადრობის მოწმობა, პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).

მოქალაქეობის მიღების საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ   პირადად, ასევე მინდობილობის მქონე პირის   მეშვეობით.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

მომსახურების ვადა და ტარიფები:

  • მე-80 დღეს            50 ლარი
  • მე-60 დღეს           100 ლარი
  • მე-40 დღეს           200 ლარი
  • მე-20 დღეს           300 ლარი

 

 

საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით ფიზიკური პირის რეგისტრაციიდან მოხსნა

რეგისტრაციიდან მოხსნაზე განცხადების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან - ქმედუნარიან პირს რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ორი სრულწლოვანი ფიზიკური პირის მოწმის ახსნა-განმარტება, რომ მითითებული პირი არ ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში.

თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრეა (ამ შემთხვევაში 2 მოწმის დასტური აღარ მოითხოვება), სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, მან უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის გარდა მის საცხოვრისში რეგისტრირებულ პირთა სია და ამ რიცხოვნობის დამადასტურებლად შესაბამისი კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების) გადასახადების ქვითარი; 

ფიზიკური პირი შესაძლოა რეგისტრაციიდან მოიხსნას იმ შემთხვევაში თუ:

საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას (1.ფიზიკური პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი ბოლო 6 თვის განმავლობაში კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს; 2. თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბინის ახალი მფლობელი, საკუთრების რეგისტრაციისას, მოითხოვს ფართის ძველი მესაკუთრის და აღნიშნულ მისამართზე დაფიქსირებული პირების რეგისტრაციიდან მოხსნას)
დამისამართების სისტემის მოწესრიგების დროს (სახლების/ბინების ნუმერაციის განსაზღვრა) შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პირის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა 
თუ პირი რეგისტრირებული იყო დაწესებულების (სასჯელაღსრულების, საგანმანათლებლო) მისამართზე და  აღნიშნული პირი აღარ ირიცხება შესაბამის დაწესებულებაში
საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას
საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლისას
დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისას
გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტისას
მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლისას.

საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით ფიზიკური პირის რეგისტრაცია

მისამართზე რეგისტრაციისთვის მომხმარებელმა უნდა მიმართოს საცხოვრებელი ადგილის შესაბამის საზოგადოებრივ ცენტრს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლს.

 

რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები:

პირადობის მოწმობა
საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ფილიალის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი დასტური იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი  ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ან საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრის რეგისტრაციისას, აღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად, შეიძლება წარმოდგენილი იქნეს საცხოვრებელი ადგილის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაცია

საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, უფლება აქვს შეიცვალოს სახელი ან/და გვარი. სახელის ან/და გვარის შეცვლის  შემდეგ პირს მონაცემი სახელი ან/და გვარი ეცვლება, ხოლო  მისთვის მინიჭებული პირადი ნომერი, უცვლელი რჩება.

სახელი ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნით პირმა შეიძლება მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • განმცხადებლის დაბადების მოწმობა;
  • განმცხადებლის ქორწინების მოწმობა, თუ განმცხადებელი დაქორწინებულია;
  • განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
  • მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლაზე, თუ განმცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია;
  • 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვნის თანხმობა სახელის ან/და გვარის შეცვლაზე;
  • გვარის შეცვლის შესაბამისი საფუძვლის დამადასტურებელი საბუთი.

იმ შემთხვევაში, თუ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • მინდობილობა (დამოწმებული სათანადო წესით);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოწმობის გაცემის ვადა და საფასური:

  • 45-კალენდარულ დღეს                   55 ლარი
  • 30-ე კალენდარულ დღეს                155 ლარი
  • მე-15 კალენდარულ დღეს               225 ლარი

საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

  • იძულებით გადაადგილებული, დევნილად ცნობილი პირები 
  • მომსახურების საფასურის 10% _ით გადახდისაგან თავისუფლდებიან  სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“.

 

 

სულადობის შესახებ ცნობა

ცნობა სულადობის შესახებ შეიცავს ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას.

სულადობის ცნობა ეხმარება მოქალაქეს, ზუსტად იცოდეს, თუ რამდენი პირია რეგისტრირებული მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართში ან კონკრეტულ მისამართზე.

მსგავსი ცნობის მიღებით მას ეძლევა საშუალება, მოხსნას რეგისტრაციიდან მისთვის არასასურველო პირი, რომელიც არ ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე 6 თვეზე მეტი ვადით და ამით თავიდან აიცილოს ზედმეტი გადასახადები.

ქორწინების რეგისტრაცია

ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია; მისი რეგისტრაცია მეუღლეებს შორის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს წარმოშობს.

ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც საზოგადოებრივ ცენტრებსა და ქორწინების სახლებში, ისე იუსტიციის სახლში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში.

სურვილის შემთხვევაში, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს საზოგადოებრივი ცენტრის გარეთ, ნებისმიერ ადგილას.


ქორწინების რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • დასაქორწინებელ პირთა ერთობლივი განცხადება (ივსება ადგილზე)
  • დასაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები
  • ქორწინების მოწმე პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები
  • წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი საბუთი (მანამდე ქორწინებაში ყოფნის შემთხვევაში)

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭება

ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი სარგებლობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით განსაზღვრული შეღავათებით.

 

ფიზიკურ პირს სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;

გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.

 

სტატუსის მინიჭების მიზნით წარსადგენი დოკუმენტები

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებლად წარმოსადგენია არანაკლებ ორი დოკუმენტი ქვემოთ მოცემული დოკუმენტებიდან:

ა) დოკუმენტები ან მასალები, მათ  შორის ფოტოსურათები,რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ შესაბამის ზღვრულ ქულაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს გაცემული განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 15 დღით ადრე; 

გ) საჯარო სკოლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში დასაქმების თაობაზე;

დ) უფლებამოსილი იურიდიული პირის/ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში დასაქმების ფაქტს;

ე) იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

 

სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადების რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ საზოგადოებრივ ცენტრებში: ყვარელწყალი, მეჯვრისხევი, რუისი, ხიდისთავი, კაზრეთი, სართიჭალა, მარტყოფი, შაშიანი, კაჭრეთი, ლენტეხი, სადახლო, ფოკა, იორმუღანლო, კორბოული, გეგუთი, ხრეითი, ხევი, ღორეშა, გომი, ნუკრიანი, ტყვიავი, ვალე, ბერძენაული, უსახელო, კიცხი, ლაჯანა და წალკა.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის აღდგენა

ფიზიკურ პირს სტატუსის შეჩერებისას სტატუსი აღუდგება, თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ ან/და სწავლის დასრულების/შეწყვეტის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად ცხოვრობდა მაღალმთიან დასახლებაში.

სტატუსის აღდგენის მიზნით წარსადგენი დოკუმენტები

ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ფიზიკური პირის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე ან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების/სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების თაობაზე ან უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ერთი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი.

 

ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებლად წარსადგენი დოკუმენტები:

ა) დოკუმენტები ან მასალები, მათ  შორის ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ შესაბამის ზღვრულ ქულაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს გაცემული განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 15 დღით ადრე; 

გ) საჯარო სკოლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში დასაქმების თაობაზე;

დ) უფლებამოსილი იურიდიული პირის/ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში დასაქმების ფაქტს;

ე) იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება;

ვ) მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას.

 

სტატუსის აღდგენის შესახებ განაცხადების რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ საზოგადოებრივ ცენტრებში: ყვარელწყალი, მეჯვრისხევი, რუისი, ხიდისთავი, კაზრეთი, სართიჭალა, მარტყოფი, შაშიანი, კაჭრეთი, ლენტეხი, სადახლო, ფოკა, იორმუღანლო, კორბოული, გეგუთი, ხრეითი, ხევი, ღორეშა, გომი, ნუკრიანი, ტყვიავი, ვალე, ბერძენაული, უსახელო, კიცხი, ლაჯანა და წალკა.

 

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეჩერება

ფიზიკურ პირს სტატუსი უჩერდებათუ:

ა) სასამართლომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა;

ბ) მაღალმთიანი დასახლება უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების მიზნით დატოვა.

 

ფიზიკური პირი ვალდებულია, სტატუსის შეჩერების საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს ან საზოგადოებრივ ცენტრს და დაარეგისტრიროს განაცხადი სტატუსის შეჩერების შესახებ.

სტატუსის შეჩერების შესახებ განაცხადების რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ საზოგადოებრივ ცენტრებში: ყვარელწყალი, მეჯვრისხევი, რუისი, ხიდისთავი, კაზრეთი, სართიჭალა, მარტყოფი, შაშიანი, კაჭრეთი, ლენტეხი, სადახლო, ფოკა, იორმუღანლო, კორბოული, გეგუთი, ხრეითი, ხევი, ღორეშა, გომი, ნუკრიანი, ტყვიავი, ვალე, ბერძენაული, უსახელო, კიცხი, ლაჯანა და წალკა.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შეწყვეტა

ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდებათუ:

ა) გარდაიცვალა;

ბ) შეიცვალა რეგისტრაციის მისამართი (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის შემთხვევისა);

გ) დატოვა მაღალმთიანი დასახლება;

დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) შესაბამისი მაღალმთიანი დასახლება, რომელშიც იგი მუდმივად ცხოვრობს, ამოღებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან.

ფიზიკური პირი უფლებამოსილია, სტატუსის შეწყვეტის მიზნით,  მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს ან საზოგადოებრივ ცენტრს და დაარეგისტრიროს განაცხადი სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

სტატუსის შეწყვეტის შესახებ განაცხადების რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ საზოგადოებრივ ცენტრებში: ყვარელწყალი, მეჯვრისხევი, რუისი, ხიდისთავი, კაზრეთი, სართიჭალა, მარტყოფი, შაშიანი, კაჭრეთი, ლენტეხი, სადახლო, ფოკა, იორმუღანლო, კორბოული, გეგუთი, ხრეითი, ხევი, ღორეშა, გომი, ნუკრიანი, ტყვიავი, ვალე, ბერძენაული, უსახელო, კიცხი, ლაჯანა და წალკა.

საკუთრების უფლების რეგისტრაცია

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს ამ უფლების წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება ამ უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან;

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან მესაკუთრე უფლებამოსილია, განკარგოს (გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.) უძრავი ნივთი.

 

ამონაწერი უძრავი ქონების შესახებ

ამონაწერი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და საკუთრების უფლებათა მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

აღნაგობის უფლების რეგისტრაცია

მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება. 

გირავნობის უფლების რეგისტრაცია

მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ქონება, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით. ზემოაღნიშნული გირავნობის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

ვალდებულების რეგისტრაცია

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის რეგისტრაცია არის ამ ვალდებულების  წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

თხოვების უფლების რეგისტრაცია

უძრავ ნივთზე თხოვების უფლების წარმოშობის რეგისტრაცია ნიშნავს ამ უფლების  წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში. თხოვების უფლების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის.

ინფორმაცია უძრავ ქონებაზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ

უძრავი ქონების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და საკუთრების უფლებათა მიტოვების შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

ინფორმაცია უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობის შესახებ

ყადაღის არსებობის შესახებ ინფორმაცია ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.

იპოთეკის უფლების რეგისტრაცია

უძრავი ნივთი გარიგების საფუძველზე შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ერთი უძრავი ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით. რიგითობა განისაზღვრება იპოთეკის შესახებ განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.

იჯარის უფლების რეგისტრაცია

იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

მემკვიდრეობის რეგისტრაცია

სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომოენტისთვის.

მიწის მიზნობრივი დანიშნულების კატეგორიის ცვლილება

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, საქართველოს კანონის თანახმად მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა ნიშნავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში გადაყვანას.

რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია ნიშნავს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცმებში ცვლილების შეტანას. მაგალითად ცვლილების შეტანას უფლების სუბიექტში (მესაკუთრე) ან ობიექტში (უძრავი ნივთი).

რეფორმით მიღებულ სასოფლო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია

1992-1999 წლებში ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა ნაგებობაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის საფუძველს.

საარქივო დოკუმენტის ასლის მომზადება

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათი რეგისტრაციის დღიდან განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების და მათ საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის ასლები. ხოლო რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაციის დედნების გაცემა დაუშვებელია.

საკადასტრო გეგმა

საკადასტრო გეგმა არის მიწის ნაკვეთის საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის, მისი ფართობის, კონფიგურაციის, დანიშნულების, საკოორდინატო ბადის, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებისა (მათ შორის მშენებარე) და მათი სართულიანობის, ასევე ამ მიწის ნაკვეთზე იმ უფლებებისა და შეზღუდვების შესახებ რომელთა საკადასტრო მონაცემებიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში (გარდა მიწის ნაკვეთზე განლაგებული ხაზოვანი ნაგებობისა).

სერვიტუტის უფლების რეგისტრაცია

სერვიტუტი

მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები.

ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება

ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით დაინტერესებული პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განცხადებას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

უზუფრუქტის უფლების რეგისტრაცია

უზუფრუქტი

უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების მონაწილე.

უძრავი ქონების დაყოფის რეგისტრაცია

დაინტერესებულ პირს შესაძლოა, საკუთრებაში ჰქონდეს რამდენიმე უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი, ბინა ერთეული). იმ შემთხვევში, თუ დაინტერესებულ პირს სურს, რომ საკუთრების უფლების ობიექტი იყოს არა ერთი, არამედ რამდენიმე უძრავი ნივთი, მას შეუძლია, მოახდინოს ერთი უძრავი ნივთის დაყოფა და მოითხოვოს დაყოფის შედეგად ფორმირებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტარცია;

ამავე დროს, დაინტერსებულ პირს შესაძლოა, ჰქონდეს უძრავი ქონების დაყოფის ინტერესი, იმ შემთხვევაში, როდესაც მას სურს, გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი უფლების საგანი.

ქვეიჯარის უფლების რეგისტრაცია

უძრავი ნივთი შეიძლება მოიჯარემ მეიჯარის თანხმობით გასცეს მესამე პირზე ქვეიჯარის უფლებით. ქვეიჯარის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე გულისხმობს ქვეიჯარის უფლების მქონე პირის უფლებას მართლზომიერად ფლობდეს და სარგებლობდეს უძრავი ნივთით, ასევე მის ვალდებულებას რომ ნივთი არ გამოიყენოს სხვაგვარად ვიდრე ეს განსაზღვრულია ქვეიჯარის ხელშეკრულებაში, ასევე მოუაროს ნივთს. იგი პასუხისმგებელია ნივთის იმ ცვლილებების ან გაუარესებისათვის, რაც გამოწვეულია არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით.

ქირავნობის უფლების რეგისტრაცია

ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

ამონაწერი ბიზნეს სუბიექტის შესახებ

ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა შეზღუდვის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების  შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე.

არასწორად რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტისთვის ხარვეზის დადგენა

თუ სუბიექტი რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ხარვეზის დადგენის შესახებ და საწარმოს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რის თაობაზედაც მიეთითება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

ბიზნეს სუბიექტის გადახდისუუნარობის წარმოების შეწყვეტის რეგისტრაცია

შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც არის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ  პროცესის შეწყვეტის რეგისტრაციის საფუძველი.

 

ბიზნეს სუბიექტის ლიკვიდაციის დაწყების რეგისტრაცია

ლიკვიდაცია გულისხმობს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას იურიდიული პირის  რეგისტრაციის გაუქმებას. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად მიიჩნევა მხოლოდ მისი დაწყების რეგისტრაციის მომენტიდან.

იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტის დამფუძნებლები/პარტნიორები გადაწყვეტენ, რომ განახორციელონ ლიკვიდაცია მათ უნდა დაარეგისტრირონ ლიკვიდაციის პროცესის დაწყება და ამის შესახებ აცნობონ ყველა იმ პირს ვის მიმართაც ამ იურიდიულ პირს აქვს დავალიანება.

ბიზნეს სუბიექტის ლიკვიდაციის შეწყვეტის რეგისტრაცია

ლიკვიდაცია პარტნიორთა/დამფუძნებელთა გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს ორ ეტაპად, ჯერ რეგისტრირდება ლიკვიდაციის პროცესის დაწყება, ხოლო შემდეგ მისი დასრულება, რაც გულისხმობს რეგისტრაციის გაუქმებას.

იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია პარტნიორთა/დამფუძნებელთა ან სასამართლოს გადაწყვეტილება ლიკვიდაციის შესახებ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სასამართლოს განჩინება.

ბიზნეს სუბიექტის პორტალზე რეგისტრაცია

მომსახურება გულისხმობს ბიზნესოპერატორის ავტორიზაციას პორტალზე, რომლის შედეგადაც მარეგისტრირებელი ორგანო მას უმზადებს მომხმარებლის სახელსა და პაროლს. აღნიშნული შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირს მარეგისტრირებელ ორგანოში მისვლის გარეშე, დამოუკიდებლად მოახდინოს პორტალზე ოპერირება და ცვლილება შეიტანოს ბიზნესოპერატორის მონაცემებში.

ბიზნეს სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება

ტექნიკური ხარვეზი არის მარეგისტრირებელი ორგანოს ისეთი შეცდომა, რომელიც გამოწვეულია სარეგისტრაციო დოკუმენტაციიდან მონაცემის უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.

მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენის შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით გაასწოროს რეგისტრირებულ მონაცემში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი.

ტექნიკური ხარვეზის გასწორება შესაძლებელია ნებისმიერი პირის მოთხოვნით.

 

ბიზნეს სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია

მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება სარეგისტრაციო განაცხადის/წესდების მონაცემების ცვლილება, კერძოდ, საფირმო სახელწოდების, იურიდიული მისამართის, პარტნიორის (გარდა სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივისა), წილის (მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოებების შემთხვევაში), ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (დირექტორი, თავმჯდომარე, პროკურისტი ან სხვა..), ორგანოს და  სხვა.

ბიზნეს სუბიექტის რეორგანიზაციის დაწყების რეგისტრაცია

არსებობს ბიზნეს სუბიექტის რეორგანიზაციის შემდეგი სახეები:

გარდაქმნა
გაყოფა (გამოყოფა და დაყოფა)
შერწყმა (გაერთიანება და მიერთება).

რეორგანიზაცია მიმდინარეობს ორ ეტაპად, ჯერ რეგისტრირდება რეორგანიზაციის პროცესის დაწყება, ხოლო შემდეგ მისი დასრულება; პირველად რეგისტრირდება რეორგანიზაციის პროცესის დაწყება და ამის შესახებ დამფუძნებლები აცნობებენ ყველა იმ პირს ვის მიმართაც ამ იურიდიულ პირს შესასრულებელი აქვს რაიმე ვალდებულება; რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა იმ სუბიექტისთვის, რომელიც მონაწილეობს ამ პროცესში.

ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია

სურსათი არის ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქტი, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი. სურსათი მოიცავს ასევე ყველა სახის სასმელს, საღეჭ რეზინს და ყოველ ნივთიერებას დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, ასევე მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარულ სფეროში საქმიანობა.

თუ საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, კვების ობიექტებთან, ასევე მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარულ საქმიანობასთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში ამის მითითება სავალდებულოა.

ინდივიდუალური მეწარმის გაუქმება

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია რეგისტრირებული პირის განცხადება გაუქმების მოთხოვნით, ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალება, გარდაცვლილად გამოცხადება, ქმედუუნაროდ აღიარება.

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია

ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, მეწარმედ არის რეგისტრირებული რეესტრში და თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

 

რეგისტრაციის ვადა და საფასური: 

1 სამუშაო დღეში  -  20 ლარი
იმავე დღეს  -  50 ლარი

 

ინფორმაცია ბიზნეს სუბიექტის შესახებ

დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტების შესახებ, მათი რეგისტრაციის დღიდან განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების და მათ საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის შესახებ.

მაგალითად, მიმდინარეობს თუ არა სუბიექტის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ინფორმაცია შპს-ს პარტნიორთა და მათი წილების შესახებ, რეგისტრირებული დირექტორების შესახებ, არის თუ არა სუბიექტი რეესტრში რეგისტრირებული და ა.შ..

 

მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმოშობის რეგისტრაცია

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი წარმოადგენს მონაცემთა ერთობლიობას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ.

მეწარმე იურიდიული პირის სახეებია:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - შპს
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - სპს
კომანდიტური საზოგადოება - კს
სააქციო საზოგადოება - სს
კოოპერატივი

საარქივო დოკუმენტის ასლი

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტების შესახებ, მათი რეგისტრაციის დღიდან განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების და მათ საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის ასლები. ხოლო რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაციის დედნების გაცემა დაუშვებელია.

უცხო ქვეყნის საწარმოსა და არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალის წარმოშობის რეგისტრაცია

იმ შემთხვევაში თუ საკვების მწარმოებელი/დისტრიბუტორი სუბიექტი ცვლის საქმიანობის სფეროს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც დაკავშირებული იქნება ამ ტიპის პროდუქცის წარმოებასთან, შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ცვლილებები ამ სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში, ხოლო, თუ საქმიანობა აღარ უკავშირდება საკვების წარმოებას შესაძლებელია მისი ასეთ სუბიექტად რეგისტრაციის გაუქმება.

განქორწინების შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სააქტო ჩანაწერები საქართველოში 1921-1935 წლების განქორწინებულ მოქალაქეთა შესახებ.

გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საეკლესიო და სააქტო ჩანაწერებში 1818-1935 წლების საქართველოში გარდაცვლილ მოქალაქეთა შესახებ.

დაბადების შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საეკლესიო და სააქტო ჩანაწერებში 1818-1935 წლების საქართველოში დაბადებულ მოქალაქეთა შესახებ.

დაჯილდოების შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 1922-2004 წლების სახელისუფლო სტრუქტურების გადაწყვეტილებებში მოქალაქის სხვადასხვა წოდებასა და ჯილდოზე (სახალხო არტისტი, დამსახურებული მასწავლებელი, დამსახურებული აგრონომი, მეხანძრე და ა.შ.) წარდგენისა და მინიჭების შესახებ.

ორდენები - ,,ღირსების“; ,,ვახტანგ გორგასლის I, II და III ხარისხის“; ,,გმირი დედის“.

მედლები - ,,შრომის ვეტერანი“; ,,კავკასიის დაცვისათვის“; ,,მამაცური შრომისათვის“.

ევაკუაციის შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 1938-1950 წლებში საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონიდან საქართველოში იძულებით (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი) ევაკუაირებულ მოქალაქეთა  შესახებ.

იურიდიული და კერძო პირების რეგისტრაციის შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 1921-1999 წლებში კოოპერატივის რეგისტრაციაში გატარების შესახებ; (აღმასკომის გადაწყვეტილება, კოოპერატივის წესდება, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, დამფუძნებელთა კრების ოქმი).

კომლის შემადგენლობის შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 1921-2005 წლების საკოლმეურნეო წიგნებში არსებულ ჩანაწერებში კოლმეურნეობის წევრთა ოჯახის შემადგენლობისა და მათზე რიცხული ქონების შესახებ.

კონკრეტულ მისამართზე მოქალაქის ჩაწერა-ამოწერის შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ქ. თბილისის სახლმმართველობების დოკუმენტებში, დაცული საბინაო წიგნების, მობინადრეთა ჩაწერის, მობინადრეთა პირადი და საბინაო ბარათების (ფორმა #13. #14, #16 და #17) მიხედვით კონკრეტულ მისამართზე მოქალაქის ჩაწერისა და ამოწერის შესახებ.

კოოპერატივში გაწევრიანების შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სახელისუფლებო სტრუქტურების გადაწყვეტილებებს მოქალაქის საბინაო-სამშენებლო კოოპერატივში გაწევრიანების შესახებ. 1921-1999 წლები.

მიწის ნაკვეთის გეგმის (წითელი ხაზები) საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას დოკუმენტებიდან - ბინებისა და მიწის ნაკვეთების გამოყოფის, შენობა-ნაგებობების პროექტებისა და ცალკეულ პირებზე რიცხული ქონების შესახებ.

სახელისუფლებო და სამთავრობო დაწესებულებების მიერ 1921-2005 წლებში გამოცემული დადგენილებები სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაზე მიწის ნაკვეთების გამოყოფისა და კერძო პირებზე რიცხული ქონების შესახებ.

1925-2005 წლების საქართველოს რეგიონებში წარმოებული საკომლო წიგნების შესახებ.

პროფესიული, ტექნიკური, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების, ასევე ზოგიერთი ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დიპლომების, სამეცნიერო ხარისხის მინიჭებისა და სხვა დოკუმენტების შესახებ.

რაიონის, ქუჩის სახელწოდების შეცვლის შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას რაიონის, ქუჩის, ორგანიზაციისათვის სახელწოდების შეცვლის შესახებ.

რეაბილიტაციის შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 1937 წელს რეპრესირებულ მოქალაქეთა რეაბილიტაციის შესახებ.

რეპრესიების (მუნიციპალიზაცია, ნაციონალიზაციის) შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 1922-1933 წლებში კერძო პირთათვის საკუთრების (შენობა, მიწა, საწარმო, ტრანსპორტი და ა.შ.) ჩამორთმევისა და ხელისუფლების ადგილობრივი ან ცენტრალური ორგანოების განკარგულებაში გადაცემის შესახებ.

რეპრესიების, ,,განკულაკების“ შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სოფლად მსხვილი გლეხური მეურნეობის მფლობელთათვის 1924 - 1935 წლებში ქონების (მიწა, სახლი, საქონელი, საარჩევნო ხმა) ჩამორთმევის შესახებ.

სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საჯარო (სახელმწიფო) სტრუქტურების დოკუმენტებში არსებული მონაცემებს, მოქალაქეთა მიღება-გათავისუფლების, დაწინაურების და შრომითი ანაზღაურების შესახებ.

სამშენებლო პასპორტის შესახებ საარქივო ცნობა

სამშენებლო პასპორტი წარმოადგენს კონკრეტულ მისამართზე მდებარე შენობის პირად საქმეს, რომელიც მოიცავს ყველა სახის დოკუმენტაციას შენობის შესახებ, როგორიცაა: გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, სეისმოლოგიურ და გეოლოგიურ დასკვნებს, მიწის ნაკვეთის გეგმას (წითელი ხაზები), შიდა და გარე კეთილმოწყობას, მიწისქვეშა კომუნიკაციების სქემას და ა.შ.

საშუალო განათლების შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 1934-2008 წლების საქართველოს რეგიონებში არსებულ საშუალო სკოლების, ასევე განათლების განყოფილებების დოკუმენტებში დაცული მასალის მიხედვით პიროვნების სწავლის შესახებ.

სახელის, გვარისა და ეროვნების შეცვლის შესახებ საარქივო ცნობა

სახელისუფლებო და სამთავრობო დაწესებულებების მიერ გამოცემული დადგენილებები პიროვნებისათვის  სახელის, გვარის და ეროვნების შეცვლის შესახებ.

სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობის არქონის შესახებ ინფორმაცია

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმ ფაქტის შესახებ, რომ მოქალაქის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი საქართველოს ეროვნულ არქივში სახელმწიფო დაცვაზე არ შემოსულა.

სხვადასხვა ტიპის თემატური შეკითხვების შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას რომელიც ადგენს ცალკეულ ფაქტს ან მოვლენას. მაგალითად: რაიონის, ქუჩის, ორგანიზაციისათვის სახელწოდების შეცვლის შესახებ.

ქონებრივი უფლების შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას დოკუმენტებიდან - ბინებისა და მიწის ნაკვეთების გამოყოფის, შენობა-ნაგებობების პროექტებისა და ცალკეულ პირებზე რიცხული ქონების შესახებ.

სახელისუფლებო და სამთავრობო დაწესებულებების მიერ 1921-2005 წლებში გამოცემული დადგენილებები სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაზე მიწის ნაკვეთების გამოყოფისა და კერძო პირებზე რიცხული ქონების  შესახებ.

1925-2005 წლების საქართველოს რეგიონებში წარმოებული საკომლო წიგნების შესახებ.

ქორწინების შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას  საეკლესიო და სააქტო ჩანაწერებში 1818 – 1935 წლების საქართველოში დაქორწინებულ მოქალაქეთა შესახებ.

შენობა-ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღების შესახებ საარქივო ცნობა

საარქივო ცნობა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას/ნებართვას კონკრეტულ მისამართზე მდებარე შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შესახებ.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემა

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცული ინფორმაციის (სარეიტინგო ქულის ოდენობა, სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლა, საარსებო შემწეობის თანხის ოდენობა, საარსებო შემწეობის შეჩერება, საარსებო შემწეობის შეწყვეტა, საარსებო შემწეობის ყოველთვიური ჩარიცხვა არაუმეტეს 6 თვისა) გაცემა ხდება მხოლოდ ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე ან მინდობილ პირზე, ნოტარიულად დამოწმებული რწმუნების/მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის  საფუძველზე. 

ინფორმაციის გაცემა ხდება ზეპირად ან ამონაწერის სახით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ პროგრამაში დაცული ინფორმაციის საფუძველზე.

დამხმარე საშუალებების შესახებ განაცხადის მიღება

დამხმარე საშუალებების განაცხადის ფორმის შევსება ხორციელდება განცხადების შეტანის მომენტისათვის მოქმედი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის მიხედვით (2014 წლის მდგომარეობით საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის N291 დადგენილება), ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთების საფუძველზე:
• განმცხადებლის პირადობის მოწმობა – ასლი
• საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის მოწმობა – ასლი, ბავშვის შემთხვევაში შესაძლებელია დაბადების მოწმობის ასლი
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი
• ფორმა IV-50/2 ან ფორმა N IV-100/ა  – ასლი (მოთხოვნილი დამხმარე საშუალების შესაბამისად),  სადაც მითითებულია შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება

დამხმარე საშუალებების შესახებ ინფორმაციის გაცემა

დამხმარე საშუალებების შესახებ ინფორმაციის (სავარძელ-ეტლების, საპროტეზო-ორთოპედიული საშუალებების, სმენის აპარატების, კოხლეარული იმპლანტების გაცემის შეტყობინება, განაცხადის თარიღი, ვაუჩერის გაცემის თარიღი, ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი, დამხმარე საშუალების მიღებაზე უფლების მქონე პირის მომლოდინეთა სიაში არსებობა) გაცემა ხდება მხოლოდ მოსარგებლე ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილ პირზე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

ორსულობის, მშობიარობისა, ბავშვის მოვლის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განაცხადის მიღება

დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ წარდგენილი „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო, შვებულების ანაზღაურების თაობაზე“ განაცხადის მიღება ხდება „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს N231/ნ ბრძანების შესაბამისად, საჭირო დოკუმენტების სრულად წარდგენის შემთხვევაში. 

 

ოჯახის დეკლარაციაში მონაცემთა კორექტირების შესახებ განცხადების მიღება

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მონაცემების კორექტირების შესახებ განცხადების სტანდარტული ფორმა ივსება ადგილზე საზოგადოებრივ ცენტრში, ოპერატორის დახმარებით. მინდობილი პირის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აუცილებელია ნოტარიულად დამოწმებული რწმუნება/მინდობილობის წარმოდგენა.

 

საყოფაცხოვრებო სუბსიდიის შესახებ ინფორმაცია

საყოფაცხოვრებო სუბსიდიის შესახებ ინფორმაციის (ვეტერანის სტატუსი/კატეგორია, ოდენობა, დანიშვნის თარიღი, შეჩერების მიზეზი, შეწყვეტის მიზეზი, გაცემა ხდება მხოლოდ ბენეფიციარზე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე), მის კანონიერ წარმომადგენელზე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე) ან მინდობილ პირზე (ნოტარიულად დამოწმებული რწმუნების/მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე). ინფორმაციის გაცემა ხდება სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით (რესპუბლიკის ბაზა). საყოფაცხოვრებო სუბსიდიის შესახებ ინფორმაციის (საფუძველი, ოდენობა, დანიშვნის თარიღი, შეჩერების მიზეზი, შეწყვეტის მიზეზი,) გაცემა. ასევე დასაშვებია ცნობის სახით დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საშუალებით შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსების საფუძველზე.

სახელმწიფო პენსიის, სოციალური პაკეტის, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა/ცვლილების შესახებ განაცხადი

სახელმწიფო გასაცემლების (სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სოციალური პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) დანიშვნის /ცვლილების/ცნობის მიღების შესახებ მაძიებლის/ბენეფიციარის (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე), მისი კანონიერი წარმომადგენლის (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის  საფუძველზე) ან მინდობილი პირის (ნოტარიულად დამოწმებული რწმუნების/მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  საფუძველზე) მიერ წარდგენილი განაცხადის მიღება „საზოგადოებრივ ცენტრის“ ოპერატორის მიერ მოხდება „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა დასახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანების შესაბამისად, საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში. განაცხადის სტანდარტული ფორმა ივსება ადგილზე საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორის დახმარებით.

 

სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ ინფორმაცია

სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ ინფორმაციის (უწყება, საფუძველი, ოდენობა, დანიშვნის თარიღი, შეჩერების მიზეზი, შეწყვეტის მიზეზი, გაცემა ხდება მხოლოდ ბენეფიციარზე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე), მის კანონიერ წარმომადგენელზე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე) ან მინდობილ პირზე (ნოტარიულად დამოწმებული რწმუნების/მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე). ინფორმაცია გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით („რესპუბლიკის ბაზა). სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ ინფორმაციის (საფუძველი, ოდენობა, დანიშვნის თარიღი, შეჩერების მიზეზი, შეწყვეტის მიზეზი,) გაცემა, ასევე, დასაშვებია ცნობის სახით, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსების საფუძველზე.

სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის შესახებ ინფორმაცია

სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის შესახებ ინფორმაციის (საფუძველი, ოდენობა, დანიშვნის თარიღი, შეჩერების მიზეზი, შეწყვეტის მიზეზი) გაცემა ხდება მხოლოდ ბენეფიციარზე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე), მის კანონიერ წარმომადგენელზე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე) ან მინდობილ პირზე (ნოტარიულად დამოწმებული რწმუნების/მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე). ინფორმაციის გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით (რესპუბლიკის ბაზა). სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის შესახებ ინფორმაციის (საფუძველი, ოდენობა, დანიშვნის თარიღი, შეჩერების მიზეზი, შეწყვეტის მიზეზი) გაცემა, ასევე, დასაშვებია ცნობის სახით დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საშუალებით შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსების საფუძველზე.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული განაცხადის მიღება

ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული, ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე) ან მინდობილი პირის (ნოტარიულად დამოწმებული რწმუნების/მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე) მიერ წადგენილი განაცხადის მიღება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ფაქტ(ებ)ს:

1) ოჯახში განხორციელდა დემოგრაფიული ცვლილება (ოჯახს დაემატა/გამოაკლდა წევრი)
2) ოჯახის წევრი დასაქმდა და/ან მიიღო ლეგალური შემოსავალი
3) ოჯახის წევრმა დაკარგა სამუშაო, ლეგალური შემოსავალი
4) ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი
5) სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან გასულია ერთი წელი
6) ოჯახის წევრს დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვის რომელიმე სტატუსი
7) ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებულია ხანგრძლივი მოხმარების შემდეგი საგნებიდან რომელიმე: კომპიუტერი, მტვერსასრუტი, მუსიკალური ცენტრი, ტოსტერი
8) სხვა მიზეზი – მიზეზი, რომელიც ადასტურებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით ცვლილებას (მაგალითად: თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV – 100/ა წარმოდგენილი იქნება დეკლარაციის შევსების თარიღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ მაშინ დადგენილი წესით განხორციელდება ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება)

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით განაცხადის მიღება

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე) ან მინდობილი პირის (ნოტარიულად დამოწმებული რწმუნების/მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე) მიერ წადგენილი განაცხადის (პირველადი განაცხადი) მიღება ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N140/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაცის გაუქმებასთან დასოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის მიღებისა და აღრიცხვის წესის“ შესაბამისად. განაცხადის სტანდარტული ფორმა ივსება ადგილზე საზოგადოებრივი ცენტრის ოპერატორის დახმარებით.   

 

სოციალური პაკეტის შესახებ ინფორმაცია

სოციალური პაკეტის შესახებ ინფორმაციის (კატეგორია, ოდენობა, დანიშვნის თარიღი, შეჩერების მიზეზი, შეწყვეტის მიზეზი, გაცემა ზეპირსიტყვიერად ხდება მხოლოდ ბენეფიციარზე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე), მის კანონიერ წარმომადგენელზე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე) ან მინდობილ პირზე (ნოტარიულად დამოწმებული რწმუნების/მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე). ინფორმაცია გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით („რესპუბლიკის ბაზა). სოციალური პაკეტის შესახებ ინფორმაციის (საფუძველი, ოდენობა, დანიშვნის თარიღი, შეჩერების მიზეზი, შეწყვეტის მიზეზი,) გაცემა, ასევე, დასაშვებია ცნობის სახით, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, შესაბამისი განაცხადის ფორმის შევსების საფუძველზე.

ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების შესახებ ინფორმაცია

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი გასაცემელისა და ოდენობის შესახებ ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ მოსარგებლეზე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის  საფუძველზე), მის კანონიერ წარმომადგენელზე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის  საფუძველზე) ან მინდობილ პირზე (ნოტარიულად დამოწმებული რწმუნების/მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე), ასევე დამსაქმებელზე/დაწესებულების წარმომადგენელზე.
ინფორმაცია გაიცემა ზეპირად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული  მონაცემთა ბაზის საფუძველზე („დეკრეტულების ბაზა“).

 

არხების გაწმენდა

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული 

არხის გაჭრა

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

ბაზოს წარმოქმნა, მულჩირება

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

ექსკავატორით მომსახურება

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

ვენახის შეწამვლა

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

თიბვა

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

თივის დაპრესვა

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

მომსახურება მოსავლის აღებისას

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

მოსავლის აღება

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

მუხლუხა ტრაქტორით მომსახურება

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

ნათესების ჰერბიციდებით დამუშავება

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

ნიადაგის დამუშავება

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

ნიადაგის მორწყვა

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

ნიადაგის მოხვნა

ნიადაგის მოხვნა - ნიადაგის მოხვნა 28-სმ სიღრმემდე (მზრალი, ანეული-1 წელი); ნიადაგის მოხვნა 28-სმ სიღრმემდე (ნასვენი-ყამირი 1 წელზე მეტი); ნიადაგის მოხვნა 40-სმ სიღრმემდე (მზრალი, ანეული-1 წელი); ნიადაგის მოხვნა 40-სმ სიღრმემდე (ნასვენი-ყამირი 1 წელზე მეტი); ნიადაგის მოხვნა (საპლანტაჟე გუთნით).

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

ორმოს ამოღება

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

საშემოდგომო და საგაზაფხულო თესვა

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

ფართობის გასუფთავება ანარჩენებისაგან

ნიადაგის გასუფთავება ქვის ამკრეფი კომბაინით, ფართობის გასუფთავება ეკალ-ბარდებისაგან, ნამზესუმზირალის აღება.

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

ხნულის დამუშავება

ხნულის დამუშავება მძიმე და ნახევრადმძიმე დისკებიანი ფარცხებით, კულტივაციით და ფრეზირებით.

სრული ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული

ჩვენ შესახებ

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ვრცლად