ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

საკონფერენციო ოთახის დაჯავშნის წესი

საკონფერენციო ოთახის დაჯავშნის და გამოყენების წესები

 

საზოგადოებრივი ცენტრების ვებ-გვერდზე მოცემული დაჯავშნის ფუნქციის საშუალებით გეძლევათ შესაძლებლობა სასურველი საზოგადოებრივი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, დაგეგმოთ და განახოციელოთ სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო-საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებითი, სამოქალაქო ჩართულობის და მსგავსი მიზნების ღონისძიებები.

საზოგადოებრივი ცენტრის საკონფერენციო დარბაზი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას შემდეგი სუბიექტების მიერ: 

  • ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები
  • სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები
  • ადგილობრივი (ასევე მიმდებარე სოფლების მკვიდრი) მოსახლეობა
  • კერძო ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირები

დაუშვებელია საკონფერენციო დარბაზის გამოყენება როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური, რელიგიური ან/და სხვადასხვა სააგიტაციო შეხვედრებისა და მიზნებისთვის;

 

სტანდარტული პროცედურა საზოგადოებრივ ცენტრში ღონისძიების ჩასატარებლად

ნებისმიერი პირი, რომელიც გეგმავს საკონფერენციო დარბაზში შეხვედრის ორგანიზებას, ვალდებულია დაჯავშნის ფორმაში მოცემული აუცილებელი ინფორმაციის მითითებით საიტზე დააფიქსიროს 2 სამუშაო დღით ადრე ღონისძიების ჩატარებამდე.

განმცხადებლები, რომლებიც ითხოვენ ცენტრის სივრცით სარგებლობას, ვალდებულნი არიან მოთხოვნისას მიუთითონ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების თარიღი, დრო, ხანგრძლივობა, თემა და მოწყობილობების გამოყენების საჭიროება.

განმცხადებელი, რომელმაც მიიღო დადასტურება საზოგადოებრივი ცენტრის საკონფერენციო ოთახის გამოყენების მოთხოვნაზე, ხოლო შემდგომში არ გამოიყენა იგი – კარგავს საკონფერენციო ოთახით სარგებლობის უფლებას 10 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ ამის შესახებ წინასწარ (მინიმუმ 1 სამუშაო დღით ადრე) არ აცნობა საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერ-ოპერატორს.

 

პასუხისმგებლობა და მოვალეობები

განმცხადებელს საზოგადოებრივი ცენტრის საკონფერენციო ოთახის გამოყენებისას ეკისრება შემდეგი ვალდებულებები:

  • საკონფერენციო ოთახში გამართული ღონისძიებები და აქტივობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წინამდებარე შეთანხმებას ან მოქმედ კანონმდებლობას;
  • საკონფერენციო ოთახში გამართულ  ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია;
  • ღონისძიების მონაწილეები არ მიმართავენ უკანონო ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის მათი, საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლების ან მესამე პირების უსაფრთხოებას, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან ქონებას. ასეთი ქმედება გამოიწვევს საკონფერენციო ოთახის გამოყენებაზე ამ პირის ან ჯგუფისთვის უარის თქმას;
  • განმცხადებლებსა და მომხმარებლებს ეკრძალებათ საკუთარი ღონისძიებების ჩასატარებლად ევროკავშირის, საზოგადოებრივი ცენტრის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  ლოგოების, საიდენტიფიკაციო მონაცემების ან სხვა ინფორმაციის გამოყენება;
  • განმცხადებელი პასუხს აგებს საზოგადოებრივი ცენტრის ინფრასტრუქტურის, მოწყობილობების და სხვა რესურსების დაზიანებასა ან განადგურებაზე, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ღონისძიების მიმდინარეობისას ან მის შედეგად. პასუხისმგებლობა გულისხმობს ზიანის ანაზღაურებასაც;
  • განმცხადებელი ვალდებულია თავად მოახდინოს ღონისძიების მონაწილეთა, ასევე მედიის ინფორმირება, თუ ამის საჭიროება არსებობს.

საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერ-ოპერატორი:

  • აწარმოებს საკონფერენციო ოთახის და მისი რესურსების მოთხოვნის და გამოყენების აღრიცხვას;
  • გამოყოფს სათანადო სივრცეს, დროს და ადასტურებს საკონფერენციო ოთახის გამოყენების მოთხოვნას;
  • აღრიცხავს საკონფერენციო ოთახის და მისი მოწყობილობების მდგომარეობას გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ;
  • ყველა მხარისთვის უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს და თანასწორ, სამართლიან მიდგომას;
  • თვალყურს ადევნებს დაგეგმილი და ჩატარებული ღონისძიებების შესაბამისობას საზოგადოებრივი ცენტრის დანიშნულებასა და მიზნებთან;
  • უზრუნველყოფს გამჭვირვალობას დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებაში;
  • საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერ-ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ტელეფონით პროექტის დირექტორს საფრთხეების შესახებ, რომლებიც ემუქრება ადამიანებს ან ქონებას.