ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, 2015 წლის 27 ივნისიდან 2017 წლის 1 აგვისტომდე, ლიბერთი ბანკთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, განახორციელა პროექტი „სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის (ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები)“.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. „ლიბერთი ექსპრესი“-ს მობილური ფილიალების მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ესარგებლა, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და შპს „მექანიზატორის“ მომსახურებებით, როგორებიცაა: პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღება, მიწის რეგისტრაცია, უძრავი ქონების გადაფორმება, საკუთრებასთან დაკავშირებით განაცხადის მიღება, სულადობის ცნობა, საკადასტრო გეგმის მომსახურება, საარქივო მომსახურება და სხვა.

ლიბერთი ბანკი კვლავ განარძობს აღნიშნული მობილური ფილიალების მეშვეობით სოფლის მოსახლეობის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფას, როგორებიცაა: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა და სხვა.