ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

არგენტინის იუსტიციის მინისტრმა მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა

17.07.2018

არგენტინის იუსტიციის მინისტრმა ხერმან გარავანომ, მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა. 

სტუმრები საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციას გაეცნენ.  არგენტინის იუსტიციის მინისტრს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და საზოგადოებრივი ცენტრების პროექტის მენეჯერმა მარიამ ძაგნიძემ უმასპინძლეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა ხერმან გარავანოს  მიაწოდეს ინფორმაცია იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებსაც მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს. უცხოელი სტუმრები გაეცნენ ქვეყანაში მოქმედ ელექტრონული მმართველობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და სამოქალაქო ჩართულობის პრინციპებს. 

არგენტინის იუსტიციის მინისტრი ხერმან გარავანო საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში იმყოფება. 

 

Alternate Text Alternate Text Alternate Text