ვებგვერდის
ხმოვანი ვერსია

 

ცელსიუსი

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უკრაინის დელეგაცია ეწვია

07.08.2019

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანს სააგენტოს საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა.

დელეგაციის წევრებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ კაპანაძემ უმასპინძლა. სტუმრებს ასევე შეხვდნენ: მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის თანამშრომლები, სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის წარმომადგენლები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. შეხვედრის ძირითადი თემები სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობა და მის მიერ განხორციელებული პროექტები იყო.

გარდა ამისა, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის დელეგაციის წევრებს საზოგადოებრივი ცენტრების მენეჯერმა მარიამ ძაგნიძემ ცენტრების სამუშაო პროცესი და კონცეფცია გააცნო.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და ევროკავშირის დახმარებით, საქართველოს სხვადასხვა რაიონში უკვე გაიხსნა და ფუნქციონირებს 65 საზოგადოებრივი ცენტრი. აღნიშნული ცენტრების მეშვეობით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს ცენტრალური ხელისუფლების და კერძო სექტორის სერვისები. კომფორტულ გარემოში ხელმისაწვდომია სატელეკომუნიკაციო და საბანკო მომსახურება, განთავსებულია სპეციალური სივრცე საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშესაწყობად, მოსახლეობა სარგებლობს უფასო ინტერნეტითა და შეხვედრების ოთახით.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ბიომეტრიული დოკუმენტების პერსონალიზაციის ცენტრსაც ესტუმრნენ და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. შეხვედრის დასასრულს უკრაინის დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს იმ რეფორმების შედეგები, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მომსახურების სფეროში გატარდა.

Alternate Text Alternate Text Alternate Text Alternate Text